29 აგვისტო, 2015

ანა ზუბაშვილი Giorgio Armani-ის სახეა

1ana-zubashviliქართველი მოდელი ანა ზუბაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ბრენდის Giorgio Armani-ის ახალი კოლექციის სახეა.

“მის საქართველო 2013”-ის ტიტულის მფლობელმა უკვე მიიღო მონაწილეობა ჰონგ კონგში გამართულ ფოტოსესიაში, სადაც Giorgio Armani-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა. გადაღებები ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა.

ანა ზუბაშვილს მოდელობაზე არასდროს უოცნებია. მისი ამ სფეროში მოხვედრა სპონტანურად მოხდა. წითურმა გოგონამ მონაწილეობა მიიღო “ელიტ მოდელ ლუქის” კონკურსში, სადაც 15 ულამაზეს გოგონას შორის დასახელდა. მას შემდეგ, ანამ აქტიურად დაიწყო მოდელობა და ეს სფეროც განსაკუთრებულად შეუყვარდა. ”ელიტ მოდელ ლუქის” შემდეგ ლამაზმანმა ”მის საქართველოს” კონკურსშიც სცადა ბედი და თავზე გამარჯვების ტიტულიც დაიდგა. მოდელობის პარალელურად, ის ბიზნესფაკულტეტზე სწავლობს და მომავალში თავის საქმიანობასაც ბიზნესს უკავშირებს.

ანა ზუბაშვილი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქართველი მოდელი უკვე გადაიღეს სხვადასხვა პროდუქციის რამდენიმე სარეკლამო რგოლში და მოდის კრიტიკოსები მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

1ana-zubashvili1

1ana-zubashvili2

1ana-zubashvili3