7 ივლისი, 2015

რობერტ სტურუა რჩეულებს დაასახელებს

1sturuaრუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა რჩეულებს დაასახელებს. თუმანიშვილის ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტი „პიესა რუსთაველის თეატრისთვის” დასკვნით ფაზაში შევიდა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი და რუსთაველის თეატრი 8 ივლისს რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში აწყობს ერთობლივი პროექტის პირველი ნაწილის დრამატურგიული კონკურსის ფინალს.

კონკურსში მონაწილეობს 13 ავტორი და წარდგენილია 17 პიესა. დრამატურგები შეხვდებიან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, რომელიც დაასახელებს სამ შერჩეულ პიესას.

კონკურსის მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი თითოეულ გამარჯვებულ ავტორს გადასცემს პრემიას 1000 ლარს.

პიესების ავტორები გაივლიან მასტერკლასებს რობერტ სტურუასთან. მასტერკლასების თარიღი დასახელდება შეხვედრაზე და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საუკეთესო პიესა /ან პიესები/ დაიდგმება რუსთაველის თეატრის სცენაზე.

კონკურსში მონაწილეობენ ავტორები დავით ხორბალაძე, თამარ მამულაშვილი, ლილე შენგელია, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თიკო გაბელაია, სოფო ქელბაქიანი, ნანუკა სეფაშვილი, ქრისტინე ბებია, ნანა კობაიძე, ირაკლი ცხადაია, თამარ გელაშვილი, მარიამ მამალაძე და ირა კოხრეიძე.