18 ივლისი, 2015

რა მოხდება ,,იქს ფაქტორის’’ ფინალში?

1iqsორშაბათს მუსიკალური შოუს “იქს ფაქტორის” მეორე სეზონის ფინალია. პროექტის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ექვსი ნახევარფინალისტიდან ფინალში მხოლოდ ის სამი კონკურსანტი გადავიდა, ვისაც ყველაზე მეტი ესემესი ჰქონდა.

ფინალისტები დასკვნითი შოუსთვის აქტიურად ემზადებიან. რეპეტიციები და მოსამზადებელი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. კონკურსანტებთან მენტორებთან ერთად მუშაობს გიორგი უშიკიშვილი.

გიორგი უშიკიშვილი:

“იქს ფაქტორის ფინალში გვექნება ხალხური ფოლკლორის ტური, სადაც სამივე კონკურსანტს ავურჩიეთ კონკრეტული კუთხის შემოქმედება და ჩამოვუყვანეთ ანსამბლები: „ჩხოროწყუ“ სამეგრელოდან, „ძირიელი“ რაჭიდან და „ფერისცვალება“ აჭარიდან.
სამივე კონკურსანტის ნომერში გაერთიანებულია სხვადასხვა სიმღერა, შესაბამისად იქნება ძალიან მრავალფეროვანი და სავსე. მათი გამოსვლები გაჯერებულია ქორეოგრაფიით, მოძრაობებით, გამოხატული იქნება ტრადიციები და ეს ნომრები იქნება ძალიან სანახაობრივი და ცოცხალი.”