19 ივლისი, 2015

„მანდარინები“ პორტუგალიაშია

mandarinebi777ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” პორტუგალიაშია. ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ერთი თვის განმავლობაში იქნება ნაჩვენები.

“მანდარინების” პრემიერა ლისაბონის პრესტიჟულ კინოთეატრში “UCI EL Corte Inglés” უკვე შედგა, რომელსაც სპეციალურად მიპატიჟებული სტუმრები, მათ შორის პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს მოღვაწეები დაესწრნენ.

“კომპანია “FILMS4YOU”-მ ფილმის “მანდარინები” ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. ერთი თვის განმავლობაში, ექსკლუზიურად UჩI-ის კინოთეატრებში ლისაბონსა და პორტუში, ფართო საზოგადოებას ოსკარზე ნომინირებული ქართულ-ესტონური ფილმის ნახვის საშუალება ექნება”, – ნათქვამია საქართველოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.