11 ივნისი, 2015

რუსუდან ფეტვიაშვილის კიდევ ერთი საჩუქარი თბილისელებს

1petviashviliმხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია ქართულ კულტურაში. მისი მხატვრობა იმდენად ორიგინალური და თვითმყოფადია, რომ მისი ნამუშევრების ამოცნობა დამთვალიერებელს ერთი შეხედვით შეუძლია.

ხელოვნების სასახლის შემდეგ, მხატვარმა თავისი ნამუშევრები ამჯერად ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფინა.

ამ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 50 სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრის ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. პროექტის მიზანია ახალი სახელებისა და თაობათა შორის კავშირების წარმოჩენა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება და რა გავლენას ახდენს ზოგად ევროპულ არტ-სივრცეში განვითარებული მხატვრული პროცესები და გაბატონებული ტენდენციები ქართველ მხატვართა შემოქმედებაზე.

ექსპოზიციაზე გამოფენილია რადიშ თორდიას, რუსუდან ფეტვიაშვილის, შალვა მატუაშვილის, ლორეტა აბაშიძე-შენგელიას, ილო პატაშურის, გოგი წერეთელის და სხვა მრავალი გამოჩენილი მხატვრის ნამუშევარი. გამოფენა მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ორგანიზებით, რომელიც 28 ივნისამდე გაგრძელდება.