16 ივნისი, 2015

ქეთა თოფურია დედა გახდა

1keta-topuriaმომღერალი ქეთა თოფურია დედა გახდა. მას პირველი შვილი 16 ივნისს ეყოლა. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და “ა სტუდიოს” ქართველმა სოლისტმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

ქეთას პატარა გოგონა ეყოლა. ამის შესახებ პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გაავრცელა ინფორმაცია:

“ქეთა თოფურია დედა გახდა! ბედნიერება და ულევი სიხარული! მიყვარხართ!”

ქეთა თოფურია და მისი მეუღლე ლევ გეიხმანი ბოლო პერიოდში ამერიკაში იმყოფებოდნენ. მიუხდავად იმისა, რომ “ა სტუდიოს” ვოკალისტი ირწმუნებოდა რუსეთში ვიმშობიარებო, ბოლო წუთს გადაწყვეტილება შეცვალა და მისი შვილი ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამშობიაროში გაჩნდა.

ქეთასთვის ეს პირველი შვილია, მის მეუღლეს კი პირველი ქორწინებიდანაც გოგონა ჰყავს.