24 ივნისი, 2015

პეტრას ციხე აღარ დაინგრევა

Petra-cixisdziri6აჭარაში მდებარე პეტრას ციხეზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და შესაძლოა მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვიანებულიც კი აღმოჩნდეს, აღდგენითი სამუშაოები იწყება.

პეტრას ციხე უკვე დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ციხესთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს ადგილზე გაეცნენ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პეტრას ციხე სარგებლობაში გადასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, შესაბამისად, სააგენტოს უფებამოსილება ეძლევა იზრუნოს ძეგლის რეაბილიტაციაზე, განვითარებაზე და ეფექტურ მართვაზე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შემუშავებული აქვს პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეძენილი იქნება ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები და აჭარის რეგიონში ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილი გაჩნდება.