26 ივნისი, 2015

ნინო ქათამაძე დაზარალებულებს დაეხმარება

1katamadzeმომღერალი ნინო ქათამაძე თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულებს დაეხმარება. მომღერალი თავის კოლეგებთან ერთად საქველმოქმედო ტელემარათონს გამართავს, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს.

“მე ვარ თბილისი” – ასე ეწოდება კონცერტს, რომელიც 3 ივლისს ჩატარდება და თბილისში სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად მოეწყობა.

ღონისძიებაში ნინო ქათამაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ღლონტი, სოფო ხალვაში, ზვიად ბოლქვაძე, აჩიკო ბერიძე, გიორგი ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, თეო ჩიტიშვილი, ნიკო ბერიძე, ირაკლი კახიძე, გიორგი ბერიძე, ანი კეკუა, ნიკა კიკნაძე, აკე პატარაია, ვაჟა ტუღუში, მუხრან ვახტანგაძე, ვოკალური ანსამბლი “ბათუმი”, ანსამბლი “ხორუმი”, მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბათუმი” და ლაშა ღლონტის სტუდია “ლალე”.