10 ივნისი, 2015

ლაკო ბუკია გათხოვდა

1lakoდიზაინერი ლაკო ბუკია გათხოვდა. მისი რჩეული რეზიკო მანგჯალაძეა. ლაკო ქართველი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ხობში მუსიკალური ფესტივალის დაარსებით გაიცნო.

ლაკო ბუკიამ და რეზიკო მანჯგალაძემ მდიდრული ქორწილი ჩაქვში სასტუმრო “ოაზისში” გადაიხადეს. გრანდიოზულ ქორწილს ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ქორწილში მიწვეული იყვნენ თამარ გვერდწითელი, დათო ხუჯაძე, ოპერისა და ესტრადის მომღერლები და სუხიშვილების მოცეკვავეები.

ლაკო წლებია უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან 4 წელი ლონდონის მოდის კოლეჯში ისწავლა და პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საქართველოს სახელით ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენება ოფიციალურად მოაწყო.