11 ივნისი, 2015

იამზე დოლაბერიძე ხელოვნების ქურუმია

1iamze-dolabetridzeსაქართველოს სახალხო არტისტს იამზე დოლაბერიძეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის, ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტის ყოფილი სოლისტის იამზე დოლაბერიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“, „ქართული ხმები“, „ალილო“, „ცისფერი ტრიო“, მომღერლები თამარ ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე და ოპერის სოლისტები.