მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეგობარმა რაულ ქირიამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:
– ჩემი ეთერი აღარ არის!
ეთერ კაკულია მძიმე დაავადებას მხნედ და ენერგიულად ებრძოდა, ის სამკურნალოდ ისრაელში დადიოდა, თუმცა ბოლო ვიზიტის დროს ექიმებმა მას ქიმიის კურსის ჩატარებაზე უარი უთხრეს და სახლში გამოუშვეს. მომღერალი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.