5 მაისი, 2015

შორეთის ტაძარზე გადაუდებელი სამუშაოები იწყება

1shoretiსამცხე-ჯავახეთში მდებარე შორეთის ტაძარზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ტაძრის შესახებ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა ინტერნეტში.

სააგენტო აცხადებს, რომ შორეთის მონასტერს აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და ძეგლი არის კრიტიკულ მდგომარეობაში.

შორეთის სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზად არის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში, შორეთში ძეგლის ფიზიკური გაჯანსაღების გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყება:

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მადლობას გიხდით სფეროში არსებული პროცესების მიმართ ყურადღებისთვის და აქტიობისთვის და მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.