8 მაისი, 2015

ქართული ფილმი საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა

1beqaრეჟისორ ბექა სიხარულიძის ფილმი “ბაბუს მევალე” მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ რეჟისორმა თავად გაავრცელა:

“გილოცავთ მთელ შემოქმედებით ჯგუფს! “ბაბუს მევალე” მოხვდა მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ნიუ იორკში!”

გივი სიხარულიძის ვაჟის ბექა სიხარულიძის სადებიუტო ფილმმა ნიუ იორკის კინოფესტივალზე მოხვედრამდე კალიფორნიის კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ფილმი რეჟისორმა მამის ნოველის მიხედვით გადაიღო. მან სცენარზე ავტორთან ერთად იმუშავა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლიკა ქობულაძე, ცოტნე ნაკაშიძე და ბექა სიხარულიძე. მუსიკა ფილმისთვის კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ დაწერა.

ფილმში მოთხრობილია მატყუარა და აფერისტ ადამიანზე, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებში მიდის, მათ მეგობრებად ასაღებს თავს და ჭირისუფლებს უცხადებს, რომ მიცვალებულს მისი ვალი ჰქონდა.