6 მაისი, 2015

კოტე თოლორდავას ოჯახის დასახმარებლად საღამო გაიმართება

1koteნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნის საღამო გაიმართება.

საღამოს რეჟისორია მისი პედაგოგი დიმიტრი ხვთისიაშვილი. ღონისძიება საქველმოქმედოა. საღამოდან შემოსული თანხა მსახიობის ოჯახს გადაეცემა.

კოტე თოლორდავას ხსოვნის საღამო მოზარდმაყურებელთა თეატრში 11 მაისს 20 საათზეა დაგეგმილი.

მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩენის შემდეგ გახდა პოპულარული. ის მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მსახიობს სამი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა.