18 მაისი, 2015

კიტა ბუაჩიძის 100 წლის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში აღინიშნება

1kita18 მაისს მარჯანიშვილის თეატრში ქართველი დრამატურგის კიტა ბუაჩიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივით ჩატარდება.

საღამო დაიწყება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით. სიტყვით გამოვლენ თემურ ჩხეიძე, რევაზ მიშველაძე და სხვა ცნობილი მწერლები, რეჟისორები და საზოგადო მოღვაწეები. ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები სპეკტაკლიდან “ეზოში ავი ძაღლია”.

ცნობილი ქართველი მუსიკოსები კი შეასრულებენ მწერლის ლექსებზე შექმნილ ნაწარმოებებს.

საღამოს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გაუძღვება.