4 აპრილი, 2015

ქართველებმა იტალიაში გაიმარჯვეს

01italiaქართველებმა იტალიაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს. იტალიის ქალაქებში ბარსა და ჩიტა დი კრისტიანოში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოდან ოთხი მუსიკოსი გაემგზავრა.

კონკურსში 93 ვოკალისტი და 30 პიანისტი იღებდა მონაწილეობას.

კონკურსის პირველი ტური ქალაქ ბარში ჩატარდა, ხოლო მეორე ტური ქალაქ ჩოტა დი კრისტიანოში.

პიანისტთა კონკურსში პირველი ადგილი ელენე გირმისაშვილმა მოიპოვა.

ვოკალისტთა კონკურსში პირველ ადგილზე გიორგი მჭედლიშვილი, მეორე ადგილზე გიორგი ჭელიძე და მესამე ადგილზე მარიამ ბარათაშვილი გავიდნენ.