12 აპრილი, 2015

ოთარ ტატიშვილი იუბილარია

1OTAR12 აპრილს კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი იუბილარია. მას 60 წელი შეუსრულდა.

კომპოზიტორი, რომელიც 200-მდე სიმღერის ავტორია, თავის იუბილეს ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში საგანგებო კონცერტით აღნიშნავს.

19 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც ოთარ ტატიშვილის ნაწარმოებებს ცნობილი მომღერლები შეასრულებენ.

ოთარ ტატიშვილის სიმღერები, რომელთა უმეტესობაც ჰიტია, მსმენელში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.