19 აპრილი, 2015

ლიანა ისაკაძე ქველმოქმედებისთვის დაუკრავს

1lianaმსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე ნიუ იორკში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კარნეგი ჰოლში დაგეგმილ საღამოზე ლიანა ისაკაძესთან ერთად დაუკრავს მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზი”.

საქველმოქმედო საღამოს ქართველ მევიოლინეს შეთანხმებული აქვს მის უწმინდესობასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან.

6 ივნისს გამართული კონცერტიდან ლიანა ისაკაძე მთელ შემოსავალს გადასცემს ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას!

ინფორმაციას ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ნიკო ნადირაშვილი ავრცელებს:

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! ქართველი ერის საამაყო შვილი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე, დიდი ქველმოქმედი და უკითილშობილესი ქართველი ქალბატონი ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერულ ანსამბლ “ვირტუოზთან” ერთად, ამა წლის 6 ივნისს ნიუ-იორკში, ლეგენდარულ კარნეგი ჰოლში, გამართავს დიდ საქველმოქმედო კონცერტს! ქალბატონი ლიანა ისაკაძე მთლიან შემოსავალს გადასცემს, ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას! ღმერთმა დალოცოს ქალბატონი ლიანა ისაკაძე!”

თავად ლიანა ისაკაძეს მიაჩნია, რომ მის ქველმოქმედებაში განსაკუთრებული არაფერია:

“ჩემი ქველმოქმედება არ არის რაღაც განსაკუთრებული. ამას გააკეთებდა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მართლა უნდა სიყვარული და მშვიდობა და ვისაც სჯერა, რომ მარტო სიყვარული და მუსიკა გადაარჩენს მსოფლიოს დანგრევისაგან!”