20 აპრილი, 2015

კოტე თოლორდავას ოჯახს პირველი დამხმარე გამოუჩნდა

1ganoმსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახს პირველი დამხმარე გამოუჩნდა. როგორც “იმედის კვირაში” მისმა მეგობრებმა ისაუბრეს, მსახიობს ბინის პრობლემა ჰქონდა და ბანკში ყოველთვიურად 900 დოლარის გადასახდელად ყველგან მუშაობდა და უარს არაფერზე ამბობდა.

მისი მეგობრის, მსახიობ მერაბ ჭიქაშვილის თქმით, კოტე ტრაგიკული ადამიანი იყო და თავისი უბედურება ჰქონდა, თუმცა ამაზე არავის ელაპარაკებოდა.

კოტეს პრობლემის გასაჯაროების შემდეგ, მის ოჯახს პირველი დამხმარე გამოუჩნდა:

“გუშინდელი “იმედის კვირის” ეთერის შემდეგ პირველმა ვინც დარეკა და კოტე თოლორდავას ოჯახს სოლიდური თანხით (ათი ათასი ლარით) დახმარების სურვილი გამოთქვა მამუკა ხაზარაძეა. დიდი მადლობა მას ასეთი თანადგომისთვის და თითოეულ ადამიანს ვინც თუნდაც ერთი ლარით დაგვეხმარება, რომ კოტეს ოჯახი ქუჩაში არ დარჩეს. მიყვარხართ ადამიანებო,” – დაწერა მერაბ ჭიქაშვილმა.

კოტე თოლორდავას სამი შვილი, ორსული მეუღლე, მოხუცი დედა და ბანკში 60.000 ვალი დარჩა.