11 აპრილი, 2015

გიორგი ბახუტაშვილი მამა გახდება

1takoმსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობისთვის ცოტნე ცოტაშვილთან ასოცირდება სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”, მამა გახდება.

მისმა მეუღლემ თაკო შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში ორსულობის ამსახველი ფოტოები უკვე გაავრცელა და უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილებიც მიიღო.

თაკო შოშიაშვილმა და გიორგი ბახუტაშვილმა ერთმანეთი საერთო მეგობართან ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა გიორგი მხოლოდ თეატრში თამაშობდა და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი არ არსებობდა.

მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახის შექმნით დასრულდა. წყვილმა ჯვარი დაიწერა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა.

ამ ეტაპზე გიორგი კვლავ სერიალსა და თეატრშია დაკავებული, თაკო კი, რომელიც პროფესიით ასევე მსახიობია, პატარას მოლოდინშია. ის 8 თვის ორსულია და სულ მალე თავის პირველ შვილს ჩაიხუტებს.