21 აპრილი, 2015

დათო ტურაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს

1turikaმწერალი დათო ტურაშვილი 22 აპრილს საჯარო ლექციას წაიკითხავს და მასზე დასწრება ყველას თავისუფლად შეეძლება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის პრეზენტაციაც ჩატარდება. პროექტი გაიხსნება დათო ტურაშვილის საჯარო ლექციით “წიგნიერების მნიშვნელობა ახალგაზრდებში”.

პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, რომლის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც მთავარ პრიზს 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსი ტრადიციულია და უნივერსიტეტის მასშტაბით უკვე მეორედ ტარდება. 2014 წელს კონკურსის გამარჯვებული თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ანანო ასპანიძე გახდა.