4 აპრილი, 2015

ბესო კალანდაძე დახმარებას ითხოვს

1bმომღერალი ბესო კალანდაძე დახმარებას ითხოვს. ანსამბლ “75”-ის ცნობილი სოლისტი კოლეგასთან კობა ბეჟიტაშვილთან ერთად საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს:

“ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო, ანსამბლ 75-ის სოლისტს, უჩა კორძაიას ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი დაავადებულია ლიმპომით. ამ ეტაპზე უჩა კორძაია საჭიროებს საზოგადოების დახმარებას, რათა მან შეძლოს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის და სავალდებულო პროცედურების ჩატარება. ყოველგვარი ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს.

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ საბანკო ანგარიშზე:

მიმღების დასახელება: კონსტანტინე კორძაია.

საბანკო კოდი – TBCBGE22

ანგარიშსწორების ანგარიში GE31TB7290545063600040

წინასწარ მადლობას გიხდით დახმარებისთვის. V.I.A. ..75 “

კობა ბეჟიტაშვილი. ბესო კალანდაძე.”