21 აპრილი, 2015

ბექა მარგიშვილს მოზარდმაყურებელთა თეატრი სპექტაკლს მიუძღვნის

1beqa22 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის “კუკარაჩა” ჩვენება.

წარმოდგენა წლების წინ შალვა გაწერელიამ დადგა, რომელიც ახლა ოთარ ბაღათურიამ აღადგინა. შალვა გაწერელიასეულ დადგმაში ოთარ ბაღათურია მურტალოს როლს თამაშობდა, რომელიც შემდეგ კოტე თოლორდავას გადაულოცა.

სპექტაკლი მიეძღვნება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ხსოვნას.

სააქტო დარბაზის ფოიეში ბექა მარგიშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენაც მოეწყობა. ღონისძიებას სტუდენტები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.