1 მარტი, 2015

შერონ სტოუნი სასამართლოში დაიბარეს

sheron2ბოლო დროს მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს პრობლემები ექმნებათ სამართალდამცველებთან და მათ სასამართლოებშიც უწევთ სიარული. გამონაკლისი ამჯერად არც შერონ სტოუნი გახდა. მას პიარსააგენტო MCSquared ერთ-ერთ მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე გამოუცხადებლობის გამო უჩივის.

სააგენტომ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დააკისროს შერონ სტოუნს ფულადი ჯარიმა 352.000 დოლარის ოდენობით. მათი მტკიცებით, გასული წლის აპრილში მსახიობმა პირობა არ შეასრულა და არ გამოცხადდა სპეციალურ ღონისძიებაზე, მიზეზად კი ავადმყოფობა დაასახელა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა უცხოურ პრესას განუცხადეს, შერონ სტოუნის ჰონორარი 275.000 დოლარს შეადგენდა, თუმცა ვარსკვლავის მოწვევა და მისი გამასპინძლება დამატებით 77.000 დოლარი დაჯდა. ამ თანხაში შევიდა პირველი კლასის ავიაბილეთების შეძენა და სასტუმროში არა მარტო მსახიობის, არამედ მისი სამი თანმხლები პირის დაბინავება. ამას ისიც ემატება, რომ სააგენტომ ფული გადაუხადა სტილისტ ვიზაჟისტებს და პერსონალურ გიდებსაც კი, რომ მსახიობს მაქსიმალური კომფორტი შექმნოდა.