18 მარტი, 2015

მერაბ სანოძემ და ეკა დოლიძემ ,,ორი ვარსკვლავი” დატოვეს

sano6მუსიკალური შოუს “ორი ვარსკვლავი” მეექვსე საკონკურსო ტური კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა. ტური, რომელიც ქართულ სიმღერას მიეძღვნა, წარუმატებელი აღმოჩნდა ეკა დოლიძისა და მერაბ სანოძისთვის.

ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუთსაიდერებში მოხვდნენ ეკა დოლიძე და მერაბ სანოძე და დაჩი კოპაძე და ანანო მჟავია.

ჟიურის მეოთხე მიწვეული წევრი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო. ჟიურიმ უმაღლესი 40 ქულა ნუკა ბუზალაძის და ილო ბეროშვილის წყვილს დაუწერა, ყველაზე დაბალი ქულა და ანანო მჟავიასა და დაჩი კოპაძის წყვილს.

ქართული მუსიკის ტურის სპეციალური სტუმარი იყო  მომღერალი ეკა კახიანი, რომელმაც თავისი დაწერილი სიმღერა შეასრულა ნიკო გომელაურის ლექსზე.

“ორ ვარსკვლავში” 6 წყვილი დარჩა. მომავალ სამშაბათს პროექტს კიდევ ერთი წყვილი დატოვებს.