12 მარტი, 2015

გორის თეატრი საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა

gori22გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი ჩელიაბინსკში გამართული მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან ”CHELoBEK ТЕАТРА” გამარჯვებული დაბრუნდა.

თეატრის მსახიობებმა ფესტივალზე წარმოადგინეს რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ ამელი ნოტომის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “საწვავი”. წარმოდგენამ, რომელშიც სამი მსახიობი სოფი მაიერი, ვახტანგ ჩაჩანიძე და კახა ბერიძე მონაწილეობენ, ფესტივალის სტუმართა და ორგანიზატორთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გორის თეატრი ჩელიაბინსკის ფესტივალის ლაურეატი გახდა და ორგანიზატორებმა ქართველი ხელოვანები სპეციალური დიპლომით ლით დააჯილდოვეს. საქართველოდან მიწვეულ სტუმრებს ფესტივალის მესვეურებმა სპეციალური სამადლობელი წერილიც გადასცეს.