23 მარტი, 2015

გინდათ იყოთ დღეგრძელი?

dgegrdzeli7ჯანმრთელობა ადამიანისთვის უმთავრესია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარ თავს თვითონვე ვვნებთ. გინდათ იყოთ დღეგრძელი? მაშინ ეს იგავი წაიკითხეთ:

“ერთ-ერთ სასახლეში უცნაური დარბაზი იყო აშენებული. კედლები, ჭერი და იატაკი მთლიანად სარკეებით იყო დაფარული. ერთხელ, სრულიად შემთხვევით დარბაზში ძაღლი შევარდა.

ცხოველი დაიბნა, რადგან მთელი ოთახი მისნაირი ძაღლებით იყო სავსე. ძაღლმა გადაწყვიტა, არ შეშინებოდა მათ და შეუღრინა. გარშემომყოფმა ძაღლებმაც იგივე გაიმეორეს და ღრენას ღრენით უპასუხეს. მაშინ ძაღლმა გაავებულმა დაიწყო ყეფა, ძაღლებმა ისევ მას მიძაბეს და ყველა აყეფდა.

ძაღლი გამწარებული დარბოდა ოთახში, გასასვლელს ეძებდა, თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ საითაც გაიქცეოდა, ყველა მხარეს გაავებული ძაღლები ხვდებოდნენ. მთელი ღამე ცდილობდა ცხოველი ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას, მაგრამ ვერ შეძლო. გამთენიისას მსახურებმა ძაღლი იპოვნეს. ცხოველს გული გახეთქვოდა და მომკვდარიყო.

არადა, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო, თუკი სარკეებიან დარბაზში შემთხვევით მოხვედრილი ძაღლი, პირველ რიგში, კბილებს კი არ გამოაჩენდა და ღრენას და ყეფას კი არ დაიწყებდა, პირიქით, მეგობრობის ნიშნად, კუდის ქიცინით გაუვწდიდა თათს ოთახში მყოფ ძაღლებს.”