25 მარტი, 2015

გელა ჩარკვიანმა კომპოზიტორობა დაიწყო

la55დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა კომპოზიტორობა დაიწყო. მან თავისი პირველი ნაწარმოები მეუღლის ნანას და შვილის ირაკლის ხსოვნას მიუძღვნა და “ირაკლიანა” უწოდა.

„ირაკლიანა“ სამი საფორტეპიანო სიუიტისგან შემდგარი ტრიფტიქია. მასში მოხდა ორი თაობის მუსიკალური ხედვის სინთეზი. 3 სიუიტა ირაკლის 20 სიმღერის მელოდიაზეა შექმნილი იმ პერიოდში, როდესაც გელა ჩარკვიანი განსაკუთრებულად დაინტერესდა ირაკლის მუსიკით.

„ირაკლის სიმღერების მოსმენისას ირაკლი ცოცხლდებოდა და მე გადავწყვიტე ეს მელოდიები ჩემებურად დამემუშავებინა. მუსიკის წერისას ჩემს უკან ეკიდა ირაკლის დიდი პორტრეტი და მქონდა განცდა, რომ ირაკლი მკარნახობდა ყოველ მომდევნო მუსიკალურ სვლას, ვფიქრობ, ამის გამო „ირაკლიანა“ საოცრად მოკლე ხანში დაიწერა“.

„ირაკლიანა“ აუდიო დისკზეც არის ჩაწერილი.