23 მარტი, 2015

ეკა ნიჟარაძე ცინიკოსებს პასუხობს

eka76მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე იმ “მეგობრებს” პასუხობს, ვინც მისი საქციელი არასათანადოდ აღიქვა და ცინიკურად მოიხსენია:

“აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22-ში რით დაკავდნენ? ვგულისხმობ იმათ, ვინც “ხახახას” თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაც რაღაცეებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა ავთერფართი სად გვაქვს… არ გთაგავთ იმიტომ, რომ ვიცი წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ, აი ზუსტად ისე როგორც მე მივხვდი. ეხლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბ. ივანიშვილი ფულს? 1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს ( რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?! 1) მე მგონი “მეგობრებო” თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიწერ-მოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს! ჩვენ ქვეყანაში კი, ქრთამის როგორც აღება, ასევე მიცემა კანონით ისჯება! 2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას) რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ “შავ სიაში” და მოეხსნა დაფინანსება რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

“როგორ თუ ამ “ბოზებს” უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე მთავრობა არც არაფერს არ გვიხდიან!” მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით! ბუნებრიავია აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.
და კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა ან დრამინდა დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორე თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით “ოქრიკო”, “რა ლამაზი ხარ”, “ძააან მიყვარხარ” და ა.შ. შეიძლება უკვე მე ამერიოს გული.”

ეკა ნიჟარაძე და მისი მეგობრები 21 მარტის აქციაზე იმყოფებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ოთარ ჩრდილელმა “ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილე ცნობილი მსახიობების სელფი გამოაქვეყნა წარწერით: წინა დღით, რომ “ქართუდან” დახმარებას გახარებული აიღებ და მეორე დღეს, რომ – წადი, წადის უძახი ბიძინას… მართლაც გასაოცარი დემოკრატიააა… სინდისი?”