3 თებერვალი, 2015

ვინსენტ ვან გოგზე მულტფილმს გადაიღებენ

van-gogi8Euronews-ის ცნობით, მსოფლიოში ცნობილ მხატვარზე ვინსენს ვან გოგზე ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ. მულტფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მას „სიყვარულით ვინსენტი“ ერქმევა და მხატვრის მიერ შექმნილი ასობით ნახატითა და წერილებით იქნება შედგენილი.

ანიმაციაზე ოსკარის მფლობელ პროდიუსერთა ჯგუფი მუშაობს. მულტფილმის რეჟისორია მხატვარი დოროთა კობიელა. მისი თქმით, ანიმაციის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მხატვრის ერთ-ერთი წერილი წაიკითხა:

“ვან გოგი ძმისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავდა: ჩვენ მხოლოდ ნახატებით შეგვიძლია საუბარიო. ამიტომ ჩვენც მოგითხრობთ ისტორიას ამ მხატვრის შესახებ მისივე ხელოვნებით.”

ფილმის პროდიუსერებმა პროექტის შესაქმნელად უკვე დაიქირავეს პოლონელი მხატვრები. შემოქმედებითი გუნდი ფიქრობს, რომ მთლიანობაში მათ 50-60 მხატვარი დასჭირდებათ, რომლებიც მინიმუმ 57.000 კადრის შექმნაზე იმუშავებენ.”

თავდაპირველად ანიმაციის ავტორებს ვან გოგზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გაკეთებულიყო.

როგორც მულტფილმზე მომუშავე გუნდი აცხადებს, ვან გოგზე გადაღებული ანიმაცია ეკრანებზე, სავარაუდოდ, 2 წელიწადში გამოვა.