13 თებერვალი, 2015

თბილისში Top DJ-ებს ელოდებიან

dijei6666666საქართველოს კულტურის პალატა ქართველი ახალგაზრდების თხოვნით, საქართველოში გრანდიოზული მუსიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ ჟანრის მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.

საქართველოს კულტურის პალატის გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოში აღიარებული Top DJ-ების ჩამოყვანა საქართველოში. ქართველი მსმენელისთვის ,,Club Underwheel’’ -ში 27 თებერვალს TV Noise, 14 მარტს Chris Lake, 3 აპრილს Oliver Nelson დაუკრავენ.

ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის თბილისი მოლში ფლეშმობი მოეწყობა, ჩატარდება წამახალისებელი ვიდეო კონკურსი, რომლის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს iphone 6-ს. ორიგინალური ვიდეოს ავტორს კი სპეციალური პრიზი გადაეცემა.

მონაწილეებისათვის კონკურსის პირობების გაცნობა საქართველოს კულტურის პალატის Facebook გვერდზე 16 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

გამარჯვებულებს ორგანიზატორები 27 თებერვალს, Club Underwheel-ში დააჯილდოვებენ.
პროექტში ჩართულნი არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობები.