28 თებერვალი, 2015

თბილისის აზერბაიჯანული თეატრი დააჯილდოვეს

azerbaikanuli-teatri2ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრი დააჯილდოვეს. თეატრის წარმომადგენლები ბაქოში გასტროლზე იმყოფებოდნტნ, სადაც სპექტაკლის პრემიერა შედგა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის “დიდროს” მიხედვით დაიდგა და მასში თეატრის აზერბაიჯანელმა მსახიობებმა ითამაშეს.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ერთ-ერთი მონაწილე აზერბაიჯანული თეატრის მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველი-ზადეა. იგი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოს სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იფთიხარ პირიევის მიწვევით ჩავიდა სპექტაკლის მონაწილე მსახიობებთან ლეილა კასუმოვასთან და ასლან მამედოვთან ერთად. ნაწარმოებების ნათელი ოპტიმიზმის, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომის, თხრობის ლირიზმისა და განუმეორებელი იუმორის გამო დაინტერესდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველი-ზადე მწერლის რომანებით, რამდენიმე მათგანი გადააკეთა პიესებად, თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე და თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე დადგა.

ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მსახიობების მონაწილეობით „დიდროს“ დიდი წარმატება პირველად 2007 წლის გაზაფხულზე ხვდა წილად, როცა სპექტაკლის პრემიერა გაიმართა თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სცენაზე. ბაქოში კი დუმბაძის „დიდრო“ პირველად გათამაშდა და სპექტაკლმა, დამდგმელმა რეჟისორმა და მონაწილეებმა, ბაქოს მაყურებლის მხრიდან ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

დამდგმელი რეჟისორი თურგაი ველი-ზადე, მსახიობები ლეილა კასუმოვა და ასლან მამედოვი, ბაქონდან დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით ბრუნდებიან