17 თებერვალი, 2015

ლედი გაგა დაინიშნა

ledi-gaga444მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა დაინიშნა. ვარსკვლავს თავისი გული და სიყვარული მსახიობმა ტეილორ კინმა შესთავაზა, რასაც ლედი გაგამ თანხმობით უპასუხა.

ინსტაგრამში მომღერალმა ორიგინალური ფოტო გამოაქვეყნა. ის და თავისი საქმრო ხელიხელჩაკიდებული არიან, მომღერლის არათითს კი გულის ფორმის თვლიანი ბეჭედი უმშვენებს:

“მან თავისი გული და სიყვარული შემომთავაზა და მეც დავთანხმდი,” – მიაწერა ფოტოს ბედნიერმა მომღერალმა.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ლედი გაგამ და მისმა რჩეულმა მანჰეტენში მდებარე ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში აღნიშნეს, რომელიც მომღერლის ოჯახის საკუთრებაა.

ლედი გაგა და ტეილორ კინი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებიან. მათ ერთმანეთი მომღერლის კლიპის”You & I” გადაღებების დროს გაიცნეს, სადაც ლედი გაგას დედამისის საქორწილო კაბა აცვია. წყვილმა შეხვედრები რამდენიმე თვეში დაიწყო. ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას მომღერალმა აღიარა, რომ ეს ის ბიჭია, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება და ისიც დაამატა, რომ ისეა შეყვარებული, როგორც არასდროს.