5 თებერვალი, 2015

ელენე ყიფშიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

lena7ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ელენე ყიფშიძეს 5 თებერვალს 90 წელი შეუსრულდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ბავშვობიდან გატაცებული იყო ბალეტით, ბოლოს მსახიობი გახდა. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში “ეზოში ავი ძაღლია”, “ისევ ვოდევილები”, “პრემიერა”, “ძველი ვოდევილები”.

რაც შეეხება კინოკარიერას, ლენა ყიფშიძემ ითამაშა ფილმებში “თოჯინები იცინიან”, “პიერი მილიციის თანამშრომელი”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “შეხვედრა მთაში”, “მე ვხედავ მზეს”, “მზე ეშმოდგომისა, “ჩარი რამა”.

ელენე ყიფშიძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შვილი ზურაბ ყიფშიძე და შვილიშვილი გიორგი ყიფშიძე ქართულ თეატრსა და კინოს დღესაც ერთგულად ემსახურებიან.