17 თებერვალი, 2015

ძველი ტრადიციული სამოსი ფოლკლორის ცენტრში გამოიფინება

samosi33318 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში” გაიხსნება გამოფენა ,,ძველი ტრადიციული სამოსი”.

ქართული ტრადიციული სამოსი, ზოგადკავკასიურთან მრავალი საერთოს მიუხედავად, თავისებური, მრავალფეროვანი გარემოპირობებზე მორგებული და განსხვავებულია.
ქართული ტრადიციული სამოსის უძველესი ნიმუშები საქართველოს მთიანეთმა შემოინახა. თარგვის ორიგინალობით, შესრულების ხელოვნებით, ფერთა შეხამებით, ორნამენტებით, სამკაულებით მორთვის ტექნიკით, მთელ კავკასიაში ბადალი არ მოეძებნება ხევსურულ ტალავარს.

გამოიფინება ქალისა და მამაკაცის სამოსი, თავსაბურავები და თავსამკაულები, ეთნოგრაფიული ნივთები, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფარდაგები, ფოტოსურათები, ქართული ტრადიციული და კავკასიის სხვადასხვა ეთნოსის თოჯინები.

გამოფენილი თუ ფოტომასალაზე აღბეჭდილი სამოსი საუკუნეთა წინანდელია და ფოლკლორის სახელწიფო ცენტრმა ოჯახებიდან და კერძო კოლექციებიდან შეაგროვა.