7 თებერვალი, 2015

დირიჟორების 20 საოცარი გამონათქვამი

dirijori8ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ორკესტრში იდეალური ადამიანები უკრავენ. დირიჟორები არც თუ ისე იშვიათად, უბრაზდებიან ორკესტრის წევრებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს ისინი კულტურულად, ინტელიგენტურად აკეთებენ და ზრდილობის ჩარჩოებს არ სცილდებიან.

“არტინფო” გთავაზობთ ფრაზებს, რომელიც გასწავლით როგორ შეიძლება გამოხატო შენი გაბრაზება ზომიერად და თანაც კულტურულად, ერთი სიტყვით, გაბრაზდეთ ისე, როგორც სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი:

1. სირცხვილამდე სამი რეპეტიცია დარჩა;

2. დაუკარით ისე, თითქოს ცოტა დალიეთ და არსად გეჩქარებათ;

3. ცალი თვალით პარტიტურას უყურეთ, ორივე თვალით კი მე;

4. ამ ყველაფერს ისე ფამილიარულად უკრავთ, თითქოს პროკოფიევთან ერთად დაგელიოთ;

5. ახლავე გეტყვით აქ რა ნოტები წერია და თქვენ ძალიან გაკვირვებული დარჩებით;

6. ეს სიმფონიური ორკესტრი არ არის, აქ სხვების ხარჯზე ვერ დაიმალებით, სუფთად უნდა დაუკრათ;

7. საკუთარ ტალანტში არ ჩაიკარგოთ;

8. სახლში ისე უნდა იმეცადინოთ, რომ მთელ ოჯახს შეეძლოს იგივეს დაკვრა;

9. ქალთა გუნდო, იმღერეთ საკუთარ ტვინთან ერთად;

10. მორჩით ფლეიტისტის დეკოლტეში ყურებას, ნოტები იქ კი არა, პიუპიტრზე ალაგია;

11. განა როგორ არ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, რომ ასე დაუკრათ?!

12. შოსტაკოვიჩი არ იყო მოკრივე, მაგრამ ასეთი დაკვრისთვის აღდგებოდა და ცხვირ-პირს მიგინაყავდათ;

13. თუ კიდევ ასე დაუკრავთ, ყველას სათითაოდ დაგხოცავთ, მერე დაგმარხავთ, მერე სასჯელსაც მოვიხდი და შემდეგ ახალ ორკესტრს შევკრებ;

14. ასე ნუ ეპყრობით არფას, თქვენს მთვრალ ქმარში ნუ გერევათ;

15. კარგად ვიცი, რომ ვერ მიტანთ, მაგრამ ახლა იმაზეც იფიქრეთ, მე როგორ უნდა მოგექცეთ თქვენ ამისათვის?

16. მეორე ტრომბონი, მინდა გისურვოთ, რომ თქვენს დაკრძალვაზეც ასე დაუკრან;

17. პირადად ვიზრუნებ თქვენს დასაქმებაზე მიწისქვეშა გადასასვლელებში, თან ქურდებს გავაფრთხილებ, რომ ხელი არ დაგაკარონ. აი, გამვლელებზე კი ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი.

18. ძალიან ლამაზი და ძლიერი ხელები გაქვთ. დადეთ ინსტრუმენტი და თვითონ დაიხრჩეთ საკუთარი თავი ასე დაკვრისთვის, უკეთეს ვარიანტს ვერც კი შემოგვთავზებთ;

19. სახლში რომ მიხვალთ, გადაეცით თქვენს მეუღლეს ჩემი მწუხარება. როგორ შეიძლება ასეთ არარიტმულ ადამიანთან ძილი?

20. ყველანაირ ღონისძიებებს ვწყვეტ და ვიწყებ გასწავლოთ სიყვარული, თუ ჩემი არა, მუსიკის მაინც.