15 იანვარი, 2015

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარის ნომინანტია

1ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში 5 მთავარ პრეტენდენტს შორის მოხვდა.

ოსკარების ნომინაციების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად წელს ორი ქართველი რეჟისორის ფილმი იბრძოდა, ზაზა ურუშაძის “მანდარინები”, რომელიც ესტონეთმა წარადგინა და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, რომელიც საქართველომ წარადგინა.

შორთლისტში მოხვედრილი ფილმებიდან დღეს ის ხუთი ძირითადი ფილმი დასახელდა, რომელიც ოსკარის მოსაპოვებლად საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იბრძოლებს: “TANGERINES” ესტონეთიდან, “IDA” პოლონეთიდან, “TIMBUKTU” მავრიტანიიდან, ”WILD TALES” არგენტინიდან და “LEVIATHAN” რუსეთიდან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოქროს გლობუსი მოიპოვა.

ოსკარების დაჯილდოების 87-ე ცერემონიალს ამერიკული კინოაკადემია 22 თებერვალს გამართავს.