28 იანვარი, 2015

უსინათლოებმა სპექტაკლი დადგეს

nodar-dumbadzeპანტომიმის თეატრში უსინათლო მსახიობების მიერ დადგმული სპექტაკლი გათამაშდა. მსახიობებმა წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ხსოვნას მიუძღვნეს და მისი ნაწარმოებები “ნუ გააღვიძებ”, “კუკარაჩა” და “მე ვხედავ მზეს” გააცოცხლეს.

ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, სპექტაკლს მინისტრი დავით ყიფიანი და საპატიო სტუმრები დაესწრნენ. სტუმართა შორის იყო ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთი დუმბაძეც.

მისი თქმით, ეს სპექტაკლი ორმაგად ემოციური აღმოჩნდა, რადგან წარმოდგენა მამის ხსოვნას მიეძღვნა.

უსინათლო მსახიობთა თეატრი 1997 წელს დაარსდა. ის 3 სპექტაკლით წარსდგა მაყურებლის წინაშე, თუმცა შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო თეატრმა შეწყვიტა საქმიანობა. 2013 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით თეატრმა განაახლა წარმოდგენები ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ქართულ თეატრში აქტიურად იდგმება. მისი მოთხრობები თუ რომანები არაერთმა რეჟისორმა გააცოცხლა სხვადასხვა თეატრის სცენაზე, მაგრამ უსინათლოთა მიერ დადგმული “მე ვხედავდ მზეს” მაინც ყველაზე ორიგინალური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.