11 იანვარი, 2015

წინანდლის პრემიამ გამარჯვებულები დააჯილდოვა

winandali2რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, “წინანდლის პრემია” დაბრუნდა. ეს პრემია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღადგინა და ამიტომაც პირველი ღონისძიება მისი პატრონაჟით გაიმართა.

წინანდლის პრემიამ დაწესებულ ნომიანციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა. აღდგენილი პრემიის ლაურეატები გახდნენ მუსიკა: გიორგი ჯანიაშვილი, თეატრი: დათა თავაძე, პროზა: ანინა ტეფნაძე, პოეზია: გიორგი კეკელიძე, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება: დავით ფირცხალავა, ფოლკლორი: ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“, კინო: მარიამ ხაჭვანი და სახვითი ხელოვნება: ანა ჩადუნელი.

“წინანდლის პრემიის” გამოსავლენად იმუშავა სპეციალურლმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ ზაალ კოკაია – ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორი (მეცნიერება), ლექსო თორაძე – პიანისტი (მუსიკა), გიორგი ლობჟანიძე – თსუ პროფესორი (პოეზია), ლევან გიგინეიშვილი – ილიაუნის პროფესორი (პროზა), ნინო ჩუბინიშვილი – მხატვარი (სახვითი ხელოვნება), სვიმონ ჯანგულაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (ფოლკლორი), ვანო არსენიშვილი – კინორეჟისორი (კინო), დავით საყვარელიძე – რეჟისორი (თეატრი).