27 იანვარი, 2015

თოჯინების თეატრი დახმარებას ითხოვს

toj3გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი დახმარებას ითხოვს. თეატრი, რომელმაც 80 წლის განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდა, უკვე 4 წელია შენობის გარეშეა დარჩენილი და სპექტაკლებს ნაქირავებ სივრცეში მართავს. დარბაზის ქირას კი თეატრი საკუთარი სახსრებით იხდის.

თეატრის პრობლემების შესახებ საქმის კურსშია კულტურის სამინისტრო. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პირადად მოინახულა თოჯინების თეატრის დასი, რომელიც რეპეტიციებს გაუსაძლის პირობებში გადის და მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

თოჯინების თეატრის კუთვნილი შენობა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას ემსხვერპლა. შენობა მხოლოდ ფასადურად არის გარემონტებული, შენობის შიგნით კი ნამდვილი ნაგავსაყრელია. წესით, თოჯინების თეატრის რეკონსტრუქცია 2013 წლის მასიში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე იქ ყველანაირი სამუშაოები შეჩერებულია.

თეატრის მესვეურებმა გადაწყვიტეს, საკუთარი პროტესტი სიჩუმით გამოეხატათ, სპეციალური პერფორმანსიც დადგეს და მას ”სიჩუმის ხმა” უწოდეს.