26 იანვარი, 2015

თამარ გაბარაშვილი ’’ხელოვნების ქურუმის’’ მფლობელია

tamar8საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და ვიოლონჩელისტს თამარ გაბარაშვილს ხელოვნების ქურუმი გადასცა.

ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

თამარ გაბარაშვილი ალექსანდრე ჩიჯავაძის და მსტისლავ როსტროპოვიჩის აღზრდილი ქართველი ვიოლონჩელისტია, რომელიც 3 ათეული წელია თბილისის კონსერვატორიასა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში მოღვაწეობს.