23 იანვარი, 2015

სიმინდის კუნძული ტრიესტის კინოფესტივალის გამარჯვებულია

17გიორგი ოვაშვილის ფილმმა “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. “სიმინდის კუნძულმა” ტრიესტის საერთაშორისო კინო-ფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

მოიპოვაგიორგი ოვაშვილის ნამუშევარი პრესტიჟული იტალიური ფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობდა. ფილმის მორიგ გამარჯვებას ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა “The Hollywood Reporter”-ი ეხმაურება:

“ტრიესტის კინო-ფესტივალი ოთხშაბათს საღამოს, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულის” დაჯილდოებით დასრულდა… ფილმი მოგვითხრობს ორი უცნაური ფერმერის – ბაბუასა და შვილიშვილის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მიწას ამუშავებენ. ოვაშვილმა კუნძული, სპეციალურად გადაღებებისთვის, ნულიდან შექმნა… ამ თითქმის უსიტყვო დრამაში, მარტივი ინგრედიენტებით, სიკვდილისა და სიცოცხლის არაკია ჩაქსოვილი.”