30 იანვარი, 2015

შაკირა მეორე ბიჭის დედა გახდა

shakira5მომღერალი შაკირა და მისი ფეხბურთელი ბოიფრენდი ჟერარ პიკე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ.

მომღერალმა მეორე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში. სწორედ ამ კლინიკაში გააჩინა შაკირამ თავისი პირველი შვილი მილანიც.

მომღერლისა და ფეხბურთელის მეორე შვილის სახელი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა წყვილთან დაახლოებული პირები არ მალავენ, რომ მშობლები მეორე შვილისთვის ორ სახელს საშას და ალექსანდრეს განიხილავდნენ.