8 იანვარი, 2015

სერგო ფარაჯანოვის იუბილე ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნება

farajanov18 იანვარს “ქართველ სომეხთა კავშირი” რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის 91 წლის იუბილეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გამართავს.

საღამო გაიმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილ ფოტოგრაფ იური მეჩითოვთან და არტიომ ალაბულიანცთან თანამშორლობით. ღონისძიებისას იგეგმება საკონცერტო პროგრამა ანსამბლ “რუსთავის” და “ჯიერანის” მონაწილეობით და მასზე დასწრება თავისუფალია.

სერგო ფარაჯანოვი 91 წლის 9 იანვარს გახდებოდა, თუმცა მისი იუბილე ერთი დღით ადრე აღინიშნება.