8 იანვარი, 2015

საყდრისზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

Sakdrisi_gold3საყდრისის საბადოზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საყდრისის გადარჩენის კომიტეტი ავრცელებს. ისინი საყდრისზე მომხდარი აფეთქების შესახებ საქმის კურსში ადგილობრივებმა ჩააყენეს:

“როგორც მოსახლეობა აცხადებს, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ბალიჭსა და საყდრისში ფანჯრის შუშები დაიბზარა. აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა და ადგილზე სიტუაციის გასარკვევად კომიტეტის წევრები მიდიან. ჩვენი აზრით, აფეთქება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ კულტურის სამინისტროს ბოლო აქტის სასამართლოში გასაჩივრება ვეღარ მოვასწროთ.”

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საყდრისში სამუშაოების დაწყებას სასამართლოში გაასაჩივრებს.