12 იანვარი, 2015

“ოქროს გლობუსმა” გამარჯვებულები დაასახელა

gol-1ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 72-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ამ კატეგორიაში გამარჯვება რუსულმა ფილმა ანდრეი ზვიაგინცევის „ლევიათანმა“ მოიპოვა.

წლის საუკეთესო დრამატული ფილმი რიჩარდ ლინკლეიტერის „ბოიჰუდი“ გახდა და ამ კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა.

საუკეთესო რეჟისორად რიჩარდ ლინკლეიტერი დასახელდა.

წლის საუკეთესო ტელესერიალის ნომინაციაში ჯილდო სერიალმა „ფარგომ“ მიიღო.

მინისერიალის საუკეთესო მსახიობად მარტინ ფრიმენი დასახელდა.

წლის საუკეთესო კომედიის ნომინაციაში „ოქროს გლობუსი“ ფილმ „გრანდ ბუდაპეშტს“ მიენიჭა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე მონაწილეებმა პარიზის ტერაქტში დაღუპულთა გვარები ამოიკითხეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.