21 იანვარი, 2015

მიშა გომიაშვილი: “გასკდა გული!”

misha8მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი საზოგადოებაში ჩაბუდებულ შურს და ბოღმას ეხმიანება:

“მაპატიეთ მაგრამ ვეღარ ავიტანე… გასკდა გული… დღევანდალ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყნის, ჯერ კიდევ გადარჩენის მეტრონომია ჩართული და რით ვეღარ გადარჩა ეს ქვეყანა? კავკასიური ცარცის წრე მახსენდება… (თუ ვინმემ პოსტში დამიწერა “კიდევ ჩაიფსი მიხეილ?” ყველა ძალიან მიყვარხართ და “მოგიკითხავთ”. ამ დროს როცა ეკლესია ტაძრებს გვედავებიან, როცა ადამიანებს შვილის საფლავზე მისულებს აფეთქებენ, როდესაც ჩვენ ბედნიერნი უნდა ვიყოთ, რამეთუ ჩვენი, ქართველი, ქართული ეკლესიის ჭეშმარიტი ქრისტიანი, მამა ილია სიცოცხლეს წირავს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ამით კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს ამცნობს რომ არსებობს ამ ქვეყნად ქვეყანა “საქართველო”… მეტი რაღა ქნას უფალმა? პირდაპირ გვეუბნება, რომ დღეს ჩვენ ვართ მსოფლიოს ყურადღების ქვეშ და ჩვენსკენ არის მომართული ყურდღება! და რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენი თანამემამულის გამარჯვება, ჩვენი ქვეყვის გამარჯვება… გვძაბავს და გვბოღმავს-გვაღიზიანებს? რატომ?

ჩვენ ხომ ხელოვნების ქვეყანა ვართ!!!

მე მხედველობაში მაქვს ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”. ეს ხომ მთელი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. მსოფლიოს უდიდესი რეჟისორები, თავის კინო ბიოგრაფიაში დიდი სიამაყით წერენ, რომ ისენი ნომინირებულები იყვნენ ამ ყველაზე პრეტიჟულ ჯილდოზე. ჩვენ რა გვჭირს? რატომ ვიბოღმებით?

გავიხაროთ ერთმანეთის წარმატებით, ბოღმა და შური მავნეა ჩვენი ჯამრთელობისთვის და უპირველეს ყოვლისა, სულისთვის…

ამიტომ გვაცალეთ ბატონო, ჩვენი საქმის კეთება თქვენთვის!!! მერე თქვენი უფლებაა, ან მოიწონოთ ან არა და ზეწრის ქვეშ ყურებას მოეშვით… ეს მქექველებს ეხებათ…”