29 იანვარი, 2015

მარტინ სკორსეზეს გადაღებები ტრაგედიით დასრულდა

sk7მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის “SILENCE” (სიჩუმე) გადაღებები ტრაგედიით დასრულდა. ტაივანში მიმდინარე გადაღებებისას ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

როგორც გადამღების ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, გადაღებების დროს სტუდიაში ჭერი ჩამოინგრა და გარდაიცვალა ტექნიკური პერსონალის ერთ-ერთი წარმომაგენელი, რომელიც დეკორაციაზე მუშაობდა:

“საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ტაივანში სტუდიური გადაღებების დროს ერთი თანამშრომელი ტრაგიკულად გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დრომდე ყველანი შოკში ვართ და საძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.”

საბედნიეროდ, გადაღებებში მონაწილე არც ერთი მსახიობი არ დაშავებულა. მარტინ სკორსეზე თავის ახალ ფილმში იღებს ენდრიუ გარფილდს, ლიამ ნისონს და ადამ დრაივერს.

რეჟისორი ამ ფილმის გადაღებას ჯერ კიდევ 2000 წელს გეგმავდა, მაგრამ მხოლოდ ახლა შედგა მოლაპარაკება ”Paramount Pictures”-სა და რეჟისორს შორის. სკორსეზეს ახალ სურათში მოთხრობილია ორი მღვდლის შესახებ, რომლებიც XVII საუკუნის იაპონიაში ქრისტიანობას ავრცელებენ.

ფილმის პრემიერა 2015 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შემოქმედებით ჯგუფს კი გადაწყვეტილი აქვს თავისი ახალი ნამუშევარი 2016 წელს ოსკარზეც წარადგინოს.