30 იანვარი, 2015

მარკუს მეტრეველი საქართველოდან მიდის

marcus8მომღერალი მარკუს მეტრეველი საქართველოდან მიდის. მას ამისთვის საკმაოდ საპატიო მიზეზი აქვს. როგორც მომღერალი აცხადებს, ის სამხერთ ამერიკაშია მიწვეული:

“ძალიან სასიხარულო ამბავი გავიგე! ბატონი Tony Berganza-მ, რომელიც არის ”მის მსოფლიო თინეიჯერის” კონკურსის პრეზიდენტი, მიმიწვია სამხრეთ ამერიკაში “პანამაში”7 რომ კონკურსი გავხსნა სიმღერით ”Moonlight”.

მადლობა ეკა მგალობლიშვილს და Tony Berganza-ს. ასევე Miss teenager Universe-ს!”

”მის მსოფლიო თინეიჯერი 2015” წელს სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება. ფინალი აგვისტოშია დაგეგმილი. მასში 40 თინეიჯერი მიიღებს მონაწილეობას 5 კონტინენტიდან.