21 იანვარი, 2015

მაიკ ტაისონმა მადონასთან დუეტი ჩაწერა

madonnaმსოფლიოში ცნობილმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა სპორტიდან ხელოვნებაში გადაინაცვლა. ჯერ იყო და საჯაროდ გაამხილა ოტელოს როლის თამაში მსურსო, მოგვიანებით, საკუთარი შესაძლებლობები პუბლიცისტიკაშიც სცადა, ამჯერად კი არც მეტი, არც ნაკლები, დუეტი პირდაპირ მადონასთან ჩაწერა.

მომღერლისა და სპორტსმენის დუეტი სახელწოდებით ”Iconic” მადონას ახალ ალბომში ”Rebel Heart” შევა. სიმღერის ჩაწერის პროცესში ასევე მონაწილეობა მიიღო რეპერმა Chance the Rapper-მაც.

მიუხედავად იმისა, რომ მადონას ახალი ალბომი ჯერ არ გამოსულა, მის მიმართ ინტერესი უკვე გაორმაგებულია. ახალი ალბომი იმაზე უფრო სკანდალური აღმოჩნდა, ვიდრე პოპ დივას მთელი მუსიკალური კარიერა. წინა თვეში მადონას ახალი სიმღერები უცნობმა ჰაკერმა ინტერნეტში გაავრცელა, რაც მადონამ ტერორიზმს შეადარა. მომღერალს გულშემატკივრები გაუნაწყენდნენ სიმღერის ქურდობის ტერორიზმთან გაიგივების გამო და მადონასგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს.